ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან

„Summer Job”-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში დასაქმებული სტუდენტების უმრავლესობამ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

ზაფხულის არდადეგებზე დასაქმებული 25 000 სტუდენტიდან, კახეთის  რეგიონში გამოყოფილ ვაკანსიებზე 800-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა.  ერთი თვის განმავლობაში მათ წინასწარ შერჩეული სხვადასხვა კეტეგორიის დავალებები უნდა შეესრულებინათ, მაგრამ კახეთში განვითარებული მოვლენების გამო ისინი დზარალებულ მოსახლეობას გაუწევენ დახმარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე პროგრამა  „Summer Job”-ის ფარგლებში დასაქმებულ სტუდენტებს თელავში შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ გულისხმიერებისთვის.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სამოცდაათამდე სფეროში - სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. დასაქმდნენ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები იღებენ და  მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე