ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას იწყებს

დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს გაეცნობიან. მიღებული ქულების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტს შეუძლია, ამისათვის მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნონ, წელს უკვე განახლებულ ნომერზე 93333. მომსახურების საფასურია 50 თეთრი.

წელს, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადასალახავად აბიტურიენტს 21 სწორი პასუხი უნდა ჰქონოდა. გარდა მედიკოსის, სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისა, სადაც  ზღვარი 10%-ითაა გაზრდილი.

გამოცდები ზოგად უნარებში 9 და 10 ივლისს ჩატარდა. დარეგისტრირებული 35 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე გამოცხადდა 97%-ზე მეტი, დაიგვიანა ოთხმა.

მხოლოდ უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა საკმარისია იმისთვის, რომ აბიტურიენტი სურვილის შემთხვევაში პროფესიული პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურზე ჩაირიცხოს. ხოლო, იმ პირთა პროფესიულ განათლებას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში და ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, სახელმწიფო დააფინანსებს პროფესიული განათლების ვაუჩერის 70%-ით (700 ლარი).

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისას, სხვა საგნებთან შედარებით ზოგადი უნარების ქულის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია. წელს, ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 92%-ზე მეტმა შეძლო მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე