ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ხუთივე წევრი დაჯილდოვდა

საქართველოს მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები გუნდი საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნაკრების წევრებსა და მწვრთნელთა შემადგენლობას დღეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დახვდა. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ფიზიკის 43-ე ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის ხუთივე წევრი დაჯილდოვდა. ოლიმპიადაში, რომელშიც მსოფლიოს 86 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოს წარგზავნილებმა ოთხი ბრინჯაოს მედლისა და ერთი სიგელის მოპოვება შეძლეს.

2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სკოლების 19 მოსწავლისაგან დაკომპლექტებული ოთხი ნაკრები მონაწილეობს. მათემატიკისა და ბიოლოგიის გუნდები არგენტინიდან და სინგაპურიდან ერთი ბრინჯაოსა და ოთხი საპატიო სიგელით უკვე დაბრუნდნენ. ინფორმატიკის ნაკრები კი იტალიაში დაგეგმილ ოლიმპიადაზე სექტემბერში გაემგზავრება.

ნაკრები გუნდების შერჩევა-მომზადება და ოლიმპიადებზე გამგზავრება შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო. გუნდების ყველა წევრმა საერთაშორისო კომიტეტების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი ერთთვიანი სპეციალური მომზადების კურსი გაიარა.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე