ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დაჯილდოების ცერემონია გორის უნივერსიტეტში

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 310 კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში დიპლომები და სიგელები გადაეცათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.


წელს გორის უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის, ჰუმანიტარული, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და უმაღლესი პროფესიული პროგრამების 310-მა სტუდენტმა დაამთავრა.

ღონისძიების ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის საქმიანობა და მომავალი გეგმები გააცნო. ამავე დღეს  დაჯილდოვდნენ წარჩინებული კურსდამთავრებულები, სიგელები გადაეცათ სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებს, ხოლო უნივერისტეტის რამდენიმე პროფესორი გოგებაშვილის მედლით დაჯილდოვდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე