ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს სახალხო დამცველთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ შოთა ნიჟარაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს  მიერ ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტირებასა და დახვეწას, რაც ხელს შეუწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.

საბჭო ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს და წინადადებებს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების საგნობრივი რედაქტირების თაობაზე.

ორივე მხარემ  გამოთქვა მზადყოფნა, მემორანდუმის ფარგლებში აწარმოონ დიალოგი, მოახდინონ რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მოქალაქის, მიუხედავად სტატუსისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, ფიზიკური შესაძლებლობისა და სხვ. საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე