ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შოთა ნიჟარაძემ და გია მამულაშვილმა ავტოავარიის შედეგად დაშავებული პედაგოგი მოინახულეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ შოთა ნიჟარაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ავტოავარიის შედეგად დაშავებული პედაგოგი ნინო აბულაძე მოინახულეს.

თბილისის 43-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე იმ მიკროავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც დუშეთის რაიონის სოფელ ხახმატთან  ხრამში გადავარდა. ამ მიკროავტობუსით თბილისის 43-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები და მათი სამი მასწავლებელი შატილში ექსკურსიიდან შინ ბრუნდებოდნენ. საბედნიეროდ, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შოთა ნიჟარაძემ და გია მამულაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს, ყველა დაშავებულს და მათ შორის ქალბატონ ნინოს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე