ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აპელაციების მიღება დაიწყო

3-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება.

სააპელაციო განაცხადები თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77, სააკაძის მოედანი), ხოლო რეგიონებში - ყველა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში კვირის გარდა ყოველდღე,  10.00-დან - 18.00 საათამდე მიიღება.

აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი ან რამდენიმე  ტესტური დავალება გაასაჩივრონ. სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადის შეტანა  ასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირსაც შეუძლია. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია.

პირებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ამისათვის, საბოლოო შედეგების (ჩარიცხვების) გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში, მათ გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით  უნდა მიმართონ.

აპელაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია:


საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიში: GE 63 BG 0000000 892466800 GEL

და

ბაზის ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
ბანკის კოდი: CBASGE22
ანგარიში: GE 85 BS 0000000 000133560

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე