ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშოროსო კონფერენციებზე კიდევ 52 მეცნიერი გაემგზავრება

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე დასასწრებად 52-მა ქართველმა მეცნიერმა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. ქართველი მკვლევრები მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში სექტემბერსა და ოქტომბერში გაემგზავრებიან. ყველა მათგანს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს.

საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე ქართველი მკვლევრები საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით მიმდინარე კვლევების შედეგებზე ისაუბრებენ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართველ მკვლევართა ინტეგრაცია. სულხან სისაურის თქმით, ჩვენს მეცნიერებსა და მათ უცხოელ კოლეგებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მოკლევადიანი სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით ჯამში 132 მეცნიერი დაფინანსდა. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე