ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლება დასაქმებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ”აისის” საქმიანობას გაეცნო. მინისტრმა კოლეჯში არსებული საწნახელი, ღვინის სახლი, მარანი, მინი საკონსერვო საწარმო, სხვადასხვა სახელოსნოები დაათვალიერა და იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც კოლეჯში საწარმოო პრაქტიკას გადიან. ყოველწლიურად, კოლეჯის კურსდამთავრებულთა 70% საქმდება.

კოლეჯში ამ ეტაპზე  ანაზღაურებად პრაქტიკას მეფილეები და დურგლები გადიან. მომავალი მეფილე-მომპირკეთებლების ნაწილი კოლეჯის ტერიტორიაზე ქვაფენილს აგებს, ნაწილი გურჯაანის სტადიონის მშენებლობაზეა დასაქმებული, დურგლები კოლეჯის ღვინის ქარხნისთვის ავეჯს ამზადებენ. პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ მეფუტკრეებიც. გარდა ამ სპეციალობებისა მრავალპროფილიან კოლეჯში სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების,  ტრაქტორისტ-მემანქანის,  მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, ელექტრიკოსის, ავტომობილის შემკეთებლის, ტურიზმისა და სასტუმრო საქმის მწარმოებელის პროფესიებს  ეუფლებიან.

„აისში“  სპეციალობები  კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტული გეგმიდან  გამომდინარე შეირჩა. კოლეჯი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების  მაჩვენებელი 75%-ია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე