ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა საქართველოს 10 მოქალაქე, რომელებიც მიიღებენ დაფინანსებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა

სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:

  • მაგისტრის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი
  • სააპლიკაციო ფორმა
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი

საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2012 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

საკონტაქტო პირი: თამარ მერაბიშვილი-  უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო  ტელ:  2318940;  ელ-ფოსტა:[email protected]

უნივერსიტეტების ჩამონათვალი

სააპლიკაციო ფორმა

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე