ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012“ დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. 2012-2013  სასწავლო წელს  24 501 აბიტურიენტი  სტუდენტი გახდა, რაც დარეგისტრირებული აბეტურიენტების რაოდენობის  71%-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები შარშანდელ მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. წელს 35 361 აბიტურიენტიდა ნგამოცდაზე მხოლოდ 34 431 გამოცხადდა, 2% გამოცდაზე არ გასულა. დაგვიანების გამო კი გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაუშვეს. პროცედურული დარღვევების გამო აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ მომხდარა. სააპელაციო განაცხადი 1 480-მა  აბიტურიენტმა შემოიტანა, აქედან 333 აპლიკანტს ქულა შეეცვალა. 2012 წელს ჩარიცხული სტუდენტების სია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: www.naec.ge განთავსდება.

2012 წლის გამოცდებმა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. 28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. საგამოცდო ოთახები 850-მდე ვიდეოთვალითა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით იყო აღჭურვილი. საგამოცდო პროცესს 1260 დამკვირვებელი ადევნებდა თვალყურს. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი  წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა:

  • გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს;
  • მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს  თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ;
  • წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები  დააწესეს;

აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ  სხვა გამოცდაში ჩაიჭრნენდა ვერ გახდნენ სტუდენტები, საშუალება აქვთ პროფესიული პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურზე ჩაირიცხონ. პროგრამების ჩამონათვალი განთავსებულია ვებგვერდზე:www.naec.ge.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე