ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლამდელი განათლების პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია” სკოლამდელი განათლების საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეოთხე წელია ახორციელებს.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის პროექტების ფარგლებში უკვე შექმნილია შემდეგი რესურსები:

  • ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები;
  • საბავშო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფიზიკური გარემო-პრინციპები და პრაქტიკა;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი;
  • სკოლამდელი განათლების პროგრამა.

2011-2012 წლებში, სკოლამდელი განათლების სფეროში მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში მშობელთა ცენტრები შეიქმნა. გამოიცა მშობლისა და აღმზრდელის წიგნი ”თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის”, რომელიც საქართველოს ყველა სახელმწიფო ბაღს უსასყიდლოდ გადაეცემა.

საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში კვალიფიკაცია 562 აღმზრდელმა აიმაღლა, მათ ტრენინგი პროექტის ფარგლებში გადამზადებულმა 6 უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაუტარეს.

საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესოებების სკოლამდელი განათლების 8 ცენტრი შეიქმნა, სადაც პილოტირება ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილმა სპეციალურმა საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა. პროგრამა სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. პილოტირებაში მონაწილეობა 147-მა ბავშვმა მიიღო.

2012 წლის ივნისში სკოლამდელი განათლების კვირეული ჩატარდა; სკოლამდელი განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო ტიპის ბუკლეტები შეიქმნა, დამზადდა სატელევიზიო სოციალური სარეკლამო რგოლი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე