ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებული პირები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია, რომელიც  10 სექტემბრამდე გაგრძელდება, თბილისის გარდა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებშიც დაიწყო, სადაც დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლამდე ყველა საჭირო ინფორმაციას იღებენ.

საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია განხორციელდება 18 სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვაუჩერი გაიცემა 3000 სტუდენტზე.

2012 წლისთვის პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისათვის სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გამოყო. მიმდინარე წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია და ვაუჩერის გაცემა 3 ეტაბად საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო მიღებებზე განხორციელდა.

პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ, განახლებულ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ  პროფესიული კოლეჯებში ახალი, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი  პროფესიები ისწავლება. სახელობო პროგრამებს გადამზადებული პედაგოგები და დარგის სპეციალისტები ასწავლიან.

იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს  შეუძლიათ მიმართონ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიაში არსებულ სასწავლებლებს და გააკეთონ განაცხადი პროფესიული განათლების მიღებაზე.  თითოეულ პროფეისულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აბიტურიენტების მიღების ინდივიდუალური ვადები აქვს. ჩარიცხვა ხორციელდება აბიტურიენტის მიერ მიღებული ქულების საფუძველზე და გადაწყვეტილებას სასწავლებლის ხელმძრვანელობა თავად იღებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე