ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები

2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულებულია. წელს სერტიფიკატი 8000-მდე პედაგოგს გადაეცემა, რაც შერშანდელ მაჩვენებლელზე ორნახევარჯერ მეტია. მასწავლებლებს აპელაციის შედეგების ნახვა საკუთარი 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდით გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  ვებგვერდებზე შეეძლებათ www.naec.ge; www.tpdc.ge.

მიმდინარე წლიდან სერტიფიცირების მსურველები გამოცდის ჩაბარებას წელიწადში რამდენჯერმე შეძლებენ. ოქტომბრის ბოლოს პედაგოგების ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება, უახლოესი სასერტიფიკაციო გამოცდა კი 2013 წლის იანვრის სასკოლო არდადეგების დროს ჩატარდება. მასწავლებლები გამოცდებს საჯარო სკოლებსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  ჩააბარებენ.

სასერტიფიკაციო გამოცდები მესამე წელია ტარდება და სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სერტიფიცირების შედეგად პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ კიდევ 200 ლარი ემატებათ, საუკეთესო 25%-ში მოხვედრილი მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე