ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ

საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა” გრძელდება. პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს. 2012 წელს საქართველოს მასშტაბით 780 ოქროსა  და 1041 ვერცხლის მედალი გაიცემა. მედალოსანთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის სკოლების 300-მდე კურსდამთავრებულს პირადად გადასცა ოქროს მედლები და მომავალი წარმატებები უსურვა.

3 სექტემბერს  ოქროს მედლები იმერეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებსაც გადაეცათ. იმერეთის რეგიონს 2011-2012 სასწავლო წელს 114 ოქროსა და 60 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს. ოქროს მედლები მიიღეს დღეს აჭარის რეგიონის წარჩინებულებმაც,  აჭარას 111 ოქროსა და 102 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს.

ოქროს მედლები მიიღეს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის წარმატებულმა მოსწავლეებმაც. 2011-2012 წლისათვის ქვემო ქართლის რეგიონს 41 ოქროსა და 52 ვერცხლიმედალოსანი ჰყავს ხოლო, კახეთს - 75 ოქროს და 190 ვერცხლისმედალოსანი. 

სასწავლო პროცესში გარდა სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენაა. ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები  ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი  ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე