ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი კახეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი თელავსა და გურჯაანში  სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში მივიდა, სადაც სტუდენტები ჰყავთ. მინისტრმა ოჯახის წევრებს 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივა პირადად შეატყობინა.

კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ახალი 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს. სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვის გადაწყვეტილებაზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრაზე გააკეთა.

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა დაასრულეს იმ სტუდენტთა მონაცემების შეგროვება, რომელთა ოჯახებიც  სტიქიის შედეგად დაზარალდა. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს და ამ სიაში მყოფ ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლის  სტუდენტს 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაუფარავს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე