ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა აბიტურიენტებთან

2012 წლის 4 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა შეხვედრა იმ აბიტურიენტებთან, რომლებიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აბიტურიენტებს განემარტათ, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. უნივერსიტეტს არა აქვს უფლება, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაწიოს, თუმცა, უფლებამოსილია ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის ფაკულტეტების მიხედვით გაზარდოს განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

აბიტურიენტს უფლება ჰქონდა აერჩია 20 ფაკულტეტი. არჩევანს თითოეული მათგანი პრიორიტეტულობის პრინციპის დაცვით აკეთებს. პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს აბიტურიენტისთვის სასურველი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალის დადგენას პრიორიტეტული რიგითობით.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული ჩამონათვალით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვის შესაძლებლობას, აბიტურიენტებს განემარტათ, რომ დამატებითი (მეორადი) ჩარიცხვები კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, რის გამოც სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა.

დამატებით მათ განემარტათ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე შესაძლებელია მათი პროფესიული განათლების IV-V საფეხურზე ჩარიცხვა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე