ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო სახელმძღვანელოები

წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. წიგნები ასევე გაიყიდება სავაჭრო წერტილებში. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge განთავსებულია სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების ჩამონათვალი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. ამ სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სათის განმავლობაში მიიღებს. ასევე, მოქმედებს საქართველოს ფოსტის ცხელი ხაზიც 2 24 09 09. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია ვებგვერდზე www.gpost.ge

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში,  აგრძელებს მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას. 2012-2013 სასწავლო წელს 1 069 530 სასკოლო სახელმძღვანელო 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 128 919 მოსწავლეს სახელმწიფოსაგან უფასოდ გადაეცემა.  სასკოლო სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ: 

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70001-ზე ნაკლები ქულით);
  •  იმ ოჯახების მოსწავლეები, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში;
  • 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები.

სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე  ერთ მილიონამდე  წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე