ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკელი სენატორები ბათუმში

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ საქართველოში მყოფ ამერიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს, ჯოზეფ ლიბერმანსა და ლინდსი გრემს ბათუმის მშენებარე საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერებინა.

ხატია დეკანოიძემ სენატორებს განუმარტა, რომ ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის თანამედროვე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ძირითადი მიმართულებები ტექნოლოგიური, ინფორმაციული და საინჟინრო დისციპლინები იქნება. სამომავლოდ, უნივერსიტეტი ამ მიმართულებებზე ბაკალავრის, მაგისტრისა და სავარაუდოდ, დოქტორის ხარისხს გასცემს. უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უკვე ბევრი უცხოური სასწავლებელია დაინტერესებული, მათ შორის - ნიუ-იორკის  ტექნიკური უნივერსიტეტი.

მომავალ უნივერსიტეტს შემდეგი ფაკულტეტები ექნება: სამოქალაქო ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT), გამოყენებითი ფიზიკა და მათემატიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა და ა.შ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე