ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და  მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში დარჩენილია ვაკანტური ადგილები.

წელს პირველად,  უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა.  არაინფორმირებულობისა და გამოუცდელობის გამო, აბიტურიენტთა ნაწილმა არასრულად აირჩია სასურველი პროგრამები და  ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება: იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, მიეცეთ საშუალება ხელახალი არჩევანი გააკეთონ და მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.

დაინტერესებული პირების საყურადღებოდ - ხელახალი ონლაინ რეგისტაცია მხოლოდ ამ კატეგორიის აბიტურიენტებისათვის 11 სექტემბრიდან დაიწყება და 13 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. დეტალური ინფორმაცია  განათლებისა და მეცნიერების სამინისტოროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე განთავსდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე