ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგანმანათლებლო პროექტი როტარი კლუბთან ერთად

როტარი კლუბი “Tbilisi International” (www.rotary.ge) 2009 წლეს შეიქმნა და მსოფლიოს როტარიანული კლუბების სისტემის, რომელიც დღეისათვის 34 000-ზე მეტ კლუბს ითვლის, სრულუფლებიანი წევრია. მოძრაობის პრინციპია ნებაყოფლობითი მონაწილეობა დახმარების აქციებში მსოფლიო მასშტაბით. აქცენტები კეთდება განათლების, ჯანდაცვის, სოციალურად დაუცველი პირების, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების, ობოლი და უსახლკარო ბავშვებს დახმარებაზე.

თბილისის შედარებით ახალგაზრდა კლუბმა, საქველმოქმედო პროექტი გლდანის 209-ე საჯარო სკოლაში, 2011 წელს ჩამოსული ინგლისელი მასწავლებლის - ფრანკ ჰოკენბროქტის (Franklin Hockenbrocht) ინიციატივით დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, დაფინანსების მოსალოდნელი ოდენობისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგაწყდა სკოლისათვის 130-140 ახალი ტიპის მერხის შეძენა. პროექტი განხორციელდა მეჩინგ გრანტის პრინციპით. თბილისის როტარი კლუბის მიერ შეგროვებულ თანხას, პენსილვანიის კლუბმა 10 000 დოლარი დაამატა. თბილისის როტარი კლუბი  სკოლების დასახმარებლად მომავალში კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე