ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინფორმაცია მეორადი ჩარიცხვებისა და რეგისტრაციის თაობაზე

მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში (3 სავალდებულო და 1 არჩევითი საგანი) გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, უფლება აქვთ გააკეთონ ხელახალი არჩევანი და შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით მოხვდენენ უმაღლეს სასწავლებლებში.

ონლიან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. რეგისტრაცია დაიწყება 11 სექტემბერს 10:00 სთ-დან  და გაგრძელდება 13 სექტემბრის 18:00 სთ-მდე.

ამასთან, ხელახალი რეგისტრაცია აღარ არის საჭირო, აბიტურიენტები გამოიყენებენ იმავე ელექტრონულ ფოსტას და პაროლს, რაც ჰქონდათ პირველადი რეგისტრაციის დროს. (პაროლის დავიწყების შემთხევაში, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 47 33 33).

აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა, არაუმეტეს ოცისა.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის სასურველი პროგრამების ჩამონათვალის გაკეთებისას, უფლება გაქვთ აირჩიოთ მხოლოდ ის საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც უმაღლეს დაწესებულებას მეოთხე არჩევით საგნად მითითებული აქვს ის საგანი, რომელიც ჩააბარეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გადალახეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.  ჩარიცხვა მოხდება საკონკურსო ქულის გათვალისწინებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე