ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დასკვნითი ტური გაიმართა. ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. წარმოდგენილი 44-დან 8 პროექტი უცხოელი მოზარდების მიერ იყო შექმნილი. ამავე დღეს გამარჯვებული პროექტების ავტორებიც დაჯილდოვდნენ.

გამოვლინდა ერთი გრანპრის, 1 პირველი ადგილის, 2 მეორე ადგილისა და 3 მესამე ადგილის მფლობელი პროექტი.  გრანპრის მფლობელი გაემგზავრება უცხოეთში სასწავლო-შემეცნებითი ტურით. I ადგილზე გასული პროექტის ავტორს 5000 ლარი, II ადგილზე - 3 000 – 3 000, ხოლო  III ადგილზე გასული პროექტების ავტორებს 2 000 – 2 000 ლარი გადაეცათ. კახეთის გუბერნიამ 1 500 ლარით, ქუთაისის მერიამ კი 1 000 ლარით დააჯილდოვეს კახეთის რეგიონიდან და ქალაქ ქუთაისიდან წარმოდგენილი საუკეთესო ნამუშევრის ავტორები.

გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტებიც, რომელთა ავტორებიც  კომპანიამ ”ბილაინი” მობილური ტელეფონებით დააჯილდოვა. ფავორიტი პროექტი გამოავლინა საქპატენტმაც, რომლის წარმომადგენელმა გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორს ტელეფონი ”SAMSUNG Galaxy” გადასცა.

კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები დედაქალაქიდან და საქართველოს ყველა  რეგიონიდან, ასევე თურქეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის დისციპლინების მიმართულებებით, ასევე გამოგონებები იყო სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის, საინჟინრო სფეროებში.

მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეორე წელია ატარებს და იგი გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდების წახალისებას  და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე