ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა განვლილი სამუშაო პერიოდი შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ერთკვირიანი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.

მინისტრმა  ჟურნალისტებს მოადგილეები წარუდგინა და მათი კომპეტენციები გააცნო. მინიტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე საფინანსო სფეროს, დავით ზურაბიშვილი უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას, ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ და ტექნიკურ განათლებას, ხოლო ალუდა გოგლიჩიძე ზოგად განათლებას გაუწევს კურირებას.

გიორგი მარგველაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელებიც წარადგინა. გამოცდების ეროვნულ ცენტრს ისევ მაია მიმინოშვილი, ხოლო მანდატურის სამსახურს ლევან აბაშიძე უხელმძღვანელებს.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრმა ახალ საგამოცდო მოდელზე; განათლების სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული მხარეების ურთიერთთანამშრომლობაზე; საგრანტო დაფინანსების გაზრდაზე;  უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით რეგენტთა საბჭოს ამოქმედებაზე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემა დეპოლიტიზირებული და დეცენტრალიზებული გახდება და ყველა მოადგილე, თავის სკურაციო სფეროში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას რეგულარულად მიაწვდის.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე