ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ კოლეჯში ”სპექტრი” კონფერენცია გაიმართა

პროფესიულ კოლეჯში ”სპექტრი” დღეს კონფერენცია ჩატარდა თემაზე - ”კერძო სექტორის ჩართულობა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში”. კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის (GIZ PSDP Georgia) ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიიღეს.

კონფერენციის მიზანი  პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა და ამ მიმართულებით პროფესიული კოლეჯის ”სპექტრი” გამოცდილების გაზიარება იყო.

კოლეჯში "სპექტრი" 32 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. მათ შორის: ფართო პროფილის მშენებელი, ზეინკალი, მკერავი, ელექტრიკოსი, მაცივრებისა და ავტომობილების შემკეთებელი, მძერწავი (არქიტექტურული დეტალების), სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, გარემოს დაცვის ტექნიკოსი, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი, მებაღე, ტოპოგრაფისტი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, პოლიგრაფისტი და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე