ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები შეიცვლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების დონეზე რეორგანიზაციას განახორციელებს. ამ სიახლესთან დაკავშირებით დღეს, მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ბრიფინგი გამართა.

ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, ზოგად განათლებაში ყველაზე სტრატეგიულ პრიორიტეტად სამინისტრო  სკოლაში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას მიიჩნევს. ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სისტემაში ამოქმედდეს სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, რესურს-ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები შეიცვლება და   სწორედ  საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი იქნება ის რგოლი, რომელიც სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესს გაუწევს მონიტორინგს.

ზემოაღნიშნული პრიორიტეტის გათვალისწინებით,  გადაიხედება რესურს-ცენტრების დანიშნულება, გამოცხადდება კონკურსი და რესურს-ცენტერები   კონკურსის წესით  შერჩეული  კადრებით დაკომპლექტდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსისათვის მზადების პერიოდში, საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას  განხორციელებული ქმედებების თაობაზე და იმ საჭიროებებზე, რაც ამ პერიოდში გამოიკვეთება. ვინაიდან პროცესი იქნება გამჭვირვალე  სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მასში ყველა დაინტერესებული მხარე, კომპეტენტური სტრუქტურები და ორგანიზაციები  ჩაერთვებიან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე