ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტ WorldSkills Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართა

„ქორთიარდ მარიოტში“ დღეს კონფერენცია გაიმართა თემაზე „WorldSkills Georgia ხარისხიანი პროფესიული განათლებისათვის“, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება იყო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე  განცხადება გაკეთდა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსის შესახებ, რომელიც 2013 წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ჩატარდება. WorldSkills International-ის 42-ე კონკურსში საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას.  ქართველი კონკურსანტები 2013 თებერვალში   სამ სპეციალობაში (შემდუღებელი, მზარეული და ვებდიზაინერი)  შეირჩევიან. ყველაზე პერსპექტიულ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე  საქართველოს წარმომადგენლებს საკონკურსოდ WorldSkills Georgia-ს ექსპერტები მოამზადებენ.

WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო სტრუქტურებისა და ასოციაციების ერთობლივი პროექტია. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

ღონისძიების ორგანიზატორებმა  მოწვეულ სტუმრებს WorldSkills Georgia-ს და  WorldSkills International-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს WorldSkills Georgia 2013-ის სპონსორობისკენ მოუწოდეს და საინტერესო სასპონსორო წინადადებები შესთავაზეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია  პროფესიული განათლების განვითარების ხელშესაწყობად.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე