ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დაწყებითი განათლების პროექტი ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის“ ახორციელებს. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, პროექტის ხელმძღვანელმა ქეთრინ კემპმა და პროექტის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელმძღვანელმა ქეთი ჩაჩხიანმა დღეს ბრიფინგი გამართეს.

პროექტის საპილოტე ეტაპი 2013 წლის თებერვალში დაიწყება და 2014 წლის ივნისში დასრულდება. თავდაპირველად პროექტში საქართველოს მასშტაბით 121 სკოლა ჩაერთვება. სააპლიკაციო ფორმების მიღება  მიმდინარე წლის 17 დეკემბერს დაიწყება და  21 დეკემბერს დასრულდება.

პროექტის მიზანს დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად, დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამა ჩაუტარდებათ.  გარდა ამისა, განხორციელდება სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა და შემუშავდება მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები. ამასთანავე, სკოლები მიიღებენ ისეთ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისთვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს  ასევე გადაეცემათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობაც.

სამინისტრო ყველა სკოლას მოუწოდებს  ყურადღებით გაეცნონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და პროექტში მონაწილეობაზე განაცხადი დროულად გააკეთონ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე