ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო ”ვერე პალასში” თემაზე - ”ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ევროკავშირისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.  

აღნიშნული პროექტი  ევროკავშირის სექტორული დახმარების პროგრამის ”პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორული მხარდაჭერა საქართველოში” ტექნიკური დახმარების კომპონენტს წარმოადგენს და მისი ბიუჯეტი  2 მილიონ ევროს შეადგენს.

ტექნიკური დახმარების პროექტი  ორ კომპონენტს მოიცავს. პირველი კომპონენტი პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებას, ხოლო მეორე კომპონენტი - პროფესიულ განათლებაში ჩართული მხარეების შესაძლებლობების ამაღლებას უკავშირდება.

”ვერე პალასში” გამართულ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები,  სოციალური პარტნიორები, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე