ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გრიფირების პროცესი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი გახდა

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში არასამთავრობო სფეროში მოღვაწე განათლების სპეციალისტები ჩაერთვნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით,  სახელმძღვანელოსათვის გრიფირების მინიჭების შესახებ შემთანხმებელი კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმალურადაა წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორი.

14 დეკემბერს კომისიის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის ქართული ენის საბაზო დონის სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების საკითხი განიხილეს.  

2012 წლის დეკემბრიდან გრიფირების კომისიის შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), PH International, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), ორგანიზაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“ და ა.შ. ასეთი  შემადგენლობით კომისიის შექმნის მიზნია განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალეობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე