ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საკოორდინაციო შეხვედრა პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხებზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო და კერძო კოლეჯების, პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციების, სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების დაფინანსების არსებული მოდელის ხარვეზებს და ახალი მექანიზმების ფორმირების საკითხი დაისვა. საერთაშორისო ექსპერტმა, რომელიც საქართველოში გერმანიის ტექნიკური დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით იმყოფება და პროფესიული განათლების სფეროს დაფინანსების არსებული სისტემა შეისწავლა, საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა.

მომავალი წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით პროფესიული განათლების დაფინანსების ალტერნატიული გზების განხილვას  გეგმავს და შეთანხმების შემთხვევაში, ახალი  მოდელის დანერგავსა  და ამოქმედებას უზურნველყოფს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე