ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველ და მაკედონიელ კოლეგებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, მაკედონიიდან „პროექტ ჰარმონიის“(PH International) გაცვლითი პროგრამის ჯგუფს შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის წარმომადგენლობა საქართველოში. ეს ორგანიზაცია უკვე მეოთხე წელია ჩვენს ქვეყანაში  სამართლებრივი განათლებრის პროგრამას ახორციელებს.

„პროექტი ჰარმონიის“ გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს მაკედონიელი კოლეგებისთვის „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ 4-წლიანი გამოცდილების გაზიარებას. პროგრამა ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ორიენტირებულია მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციაზე.

შეხვედრაზე იმსჯელეს „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ სასკოლო კომპონენტების შესახებ (სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები, სოციალური მედია სკოლაში (SMS), თანატოლთა სამართლებრივი განათლების კლუბები). გაცვლითი პროგრამის მიზანი არსებული პრაქტიკის დემონსტრირება და გაზიარებაა, ვინაიდან მსგავსი პროგრამა ორიოდე თვის წინ დაიწყო მაკედონიაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე