ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის თემაზე შეხვედრები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით პროექტი ”ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში” ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობაა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. გამოკვლევების თანახმად, რაც  უფრო  მეტადაა  ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, ესაუბრება მას განათლების მიღების მნიშვნელობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მას სწავლების პროცესში შექმნილი პრობლემების გადალახვაში, მით უფრო მკვეთრად იზრდება  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება  სკოლაში. იზრდება მოსწავლის მოტივაცია, ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, იზრდება  სასკოლო გეგმაში დასახული მიზნების შესრულების ხარისხი, სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი.

სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სასწავლო გეგმის ექსპერტები და განათლების ფსიქოლოგები 17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, რუსთავის, ლაგოდეხის და თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეიქმნა ელექტრონული ფოსტა [email protected], რომელზეც ყველა მშობელს და დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს შეკითხვები და რეკომენდაციები. მშობელთა  სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიმართულებით სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს როგორც კვლევითი საქმიანობა, ასევე, მეთოდოლოგიურ რესურსებზე მუშაობა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე