მინისტრი თსუ-ს პროფესორებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, თსუ-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის 40-მდე პროფესორს შეხვდა.
შეხვედრის თემა იყო - დიალოგი ქმედებისთვის, უკეთესი განათლებისა და უკეთესი უნივერსიტეტისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შეფასება (აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსები და მათი შედეგები);
- სტუდენტური თვითმართველობა და მის წინაშე არსებული გამოწვევები;
- შეხვედრის შეჯამება, პრობლემათა გადაჭრის ხედვა და პერსპექტივები სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში.


