შეხვედრა მშობლებთან
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა
თბილისის სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრ მშობლებსა და მშობელთა კომიტეტის წევრებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
ალუდა გოგლიჩიძემ შეხვედრაზე მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს სწორედ მშობელსა და სკოლას შორის არსებული თანამშრომლობა და კეთილგანწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მინისტრის მოადგილემ გარკვეული რეკომენდაციები წარმოადგინა და მშობლების წინადადებებიც მოისმინა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე და მშობელთა შეკითხვებსაც უპასუხა.


