ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯემალ შენგელიას, გიორგი კობახიძეს, სერგი ჩალაურს, საბა ხარაბაძეს, გიორგი გონაშვილს, ჯიმშერ სხირტლაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს ფულადი ჯილდოები გადასცა.

თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის  №199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  ჯემალ შენგელიამ,  გიორგი კობახიძემ, სერგი ჩალაურმა და თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ საბა ხარაბაძემ ესტონეთში გამართულ ფიზიკის 43-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე  ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ალუდა გოგლიჩიძემ მათ  2 000 ლარის ფულადი პრემიები გადასცა.

ჯიმშერ სხირტლაძე და ნიკოლოზ სვანიძე (თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის  №199 საჯარო სკოლა)  იტალიაში გამართულ ინფორმატიკის 24-ე საერთაშორისო ოლიპიადაზე ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. მათ ჯილდოდ 2000-2000 ლარი მიიღეს.

არგენტინაში გამართულ მათემატიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის  №199 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი გონაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო.  

საერთაშორისო ოლიმპიადებში საპატიო სიგელები მოიპოვეს აკაკი მარგველაშვილმა (ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა), გელა მაღალთაძემ, სანდრო მალუძემ (199-ე საჯარო სკოლა) და თორნიკე მანძულაშვილმა (42-ე საჯარო სკოლა).

საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის საქართველოს ნაკრები გუნდები ტრადიციულად,  ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებული მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა. მათ დამატებით  სპეციალური შესარჩევი ტურები გაიარეს. ნაკრები გუნდები  საერთაშორისო ოლიმპიადების სტანდარტების შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში, საზაფხულო ბანაკში ემზადებოდნენ. 

მოსწავლეთა წახალისების მიზნით, სამინისტრო სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, მათ შორისაა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა. სამინისტრო ასევე წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომელიც მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარგზავნას ითვალისწინებს და საიდანაც ჩვენი ნაკრებების წევრები კარგი შედეგებით, შესაბამისი მედლებითა და სიგელებით ბრუნდებიან. წარმატებული მოსწავლეების წასახილებას სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე