ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონფერენცია პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა  კონფერენცია გახსნენს.

ორდღიანი კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ჩატარებული ტრენინგების შეჯამებასა და პროფესიულ კოლეჯებს შორის  მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას ეძღვნება.  წელს პირველად, მასში  მონაწილეობას  პროფესიული  სასწავლებლების სტუდენტები და წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ.

პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთათვის წელს არაერთი მნიშვნელოვანი  ტრენინგი ჩატარდა. მათ შორის,  სასწავლო პროცესში სწავლების ინტერაქტიული მეთოდებისა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

ახლო მომავალში დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებიც მასწავლებელთა განვითრებისთვის საჭირო ღონისძიებებს დაედება საფუძვლად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე