ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროს ახალი ინიციატივა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს იწყებს. დღეს, სამინისტროში ,,პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტის“  პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს განათლების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლების სამინისტროს ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში მოხდება:   

  • საკანონმდებლო მზაობის შექნა პროფესიული ინკლუზიური განათლებისათვის;
  •  პორფესიულ სასწავლებლებში ადექვატური ფიზიკური და  სასწავლო გარემოს შექმნა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის;
  •  პროფესიულ სასწავლებლებში სსმ პირთა  ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ადამინური რესურსის განვითარება, დამსაქმებელთა დაინტერესება და  ჩართულობის გაზრდა;
  • წინაპროფესიული განათლების კომპონენტების პილოტირება საჯარო სკოლებში,  რაც გულისხმობს სამეწარმეო პროექტების ინიცირებას საჯარო სკოლებში და ახალი საგნის ,, შრომითი უნარჩვევების” პილოტირებას 10 საჯარო სკოლაში.

განათლების სამინსიტრო ინკლუზიური განათლებას 2005 წლიდან ნერგავს საჯარო სკოლებში. თუმცა, ასევე უმნიშვნელოვანესია სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის განათლება იყოს ხელმისაწვდომი ყველა ეტაპზე. პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვა ხელს შეუწობს სპეცილური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირებს გახდნენ მეტად ინტეგრირებულები საზოგადოებაში, შეიძინონ პროფესია და დასაქმდნენ.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციბი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები  და დონორები USAID, UNIICEF.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე