ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ ესკიზების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. 

20 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ცნობილი დიზაინერებით, მხატვრებითა და სხვა ცნობადი სახეებით იყო  დაკომპლექტებული,  28 ნოემბერს გამოავლინა.

გამარჯვებულებს საჩუქრად ელექტრონული წიგნები (ქინდლი) გადაეცათ, ხოლო მათი ესკიზების საფუძველზე, პროფესიონალი დიზაინერები მანდატურის ახალ უნიფორმას შექმნიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს მანდატურის სამსახურმა  წამახალისებელი კონკურსი  მანდატურის ახალი უნიფორმის შექმნასთან დაკავშირებით 12 ნოემრიდან გამოაცხადა. კონკურსის პირობის თანახმად, მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეს შეეძლო. მანდატურის სამსახურში სულ 1000-მდე  განაცხადი შევიდა როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებიდან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე