ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპეციალური კომისია მუშაობას განაგრძობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმ პირთა დავების განხილვა მიმდინარეობს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემიდან  მათი გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულების გამო   მოხდა. დღეს, კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სპეციალური  კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ხელმძღვანელობს,  შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან - „განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი“,  „სკოლა - ოჯახი -საზოგადოება“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო’, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია“, "სამოქალაქო ინიციატივებისა და დასაქმებულთა დაცვის ასოციაცია", „სამართლიანი არჩვნებისა და დემოკარტიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „სახალხო დამცველის ოფისი“ .

განვლილ პერიოდში კომისიის მიერ გაწეული და  მიმდინარე სამუშაოების შესახებ საზოგადოების ინფორმირება 27 დეკემბერს დაიგეგმა. კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს ამომწურავ ინფორმაციას  მიაწვდის როგორ  მუშაობს კომისია, რა სურათია ამ ეტაპზე და კონკრეტულ შემთხვევაში რა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროება გამოიკვეთა.

სპეციალური კომისია მუშაობას აგრძელებს და  რეგულარულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გაწეული სამუშაოების თაობაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე