ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპეციალური კომისია საზოგადოებას ანგარიშს აბარებს

საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ ალუდა გოგლიჩიძემ კომისიის მუშაობის შედეგებზე საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც განათლების სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, იმ პირთა დავებს სწავლობს, რომელთაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს. განცხადებების შეტანა უნდა მოხდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ან შესაბამის რესურსცენტრებში (განცხადების შემოტანის საბოლოო ვადა არის 2013 წლის 14 იანვარი). მიმართვის წესზე და კრიტერიუმებზე ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ვებგვერდზე www.mes.gov.ge  კანონმდებლობაში (დებულება #1374)).

კომისიის სახელზე 1000-მდე განცხადებაა შემოსული თითოეულ მათგანს კომისია ინდივიდუალურად განიხილავს. ამ ეტაპზე 150-მდე განცხადების პირველადი განხილვა განხორციელდა, მომდევნო ეტაპზე კომისიის მიერ დასკვნები მომზადდება. კომისიის დასკვნა თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია  გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

სპეციალური კომისია  პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ იმ შემთხვევებს განიხილავს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 2006 წლის 1 იანვრიდან კომისიის შექმნამდე, ანუ 2012 წლის დეკემბრამდე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე პოლიტიკური დევნის შესახებ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი   განმცხადებელს ეკისრება. 

კომისია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საზოგადოებას, პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გაწეული სამუშაოს შესახებ. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე