ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, შეხვედრა  თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეებთან გაიმართა. სკოლებში სამეურვეო საბჭოს  თავმჯდომარეები მონაცვლეობით აირჩევიან საბჭოს შემადგენლობაში მყოფი მშობლებისაგან, პედაგოგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლებში სამეურვეო საბჭოების საქმიანობას, მის ფუნქციებს. ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, სამეურვეო  საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. განსაკუთრებული უფლება-მოვალეობითაა აღჭურვილი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც დირექტორთან ურთიერთობაში სკოლას წარმოადგენს და გადაწყვეტილების მიღებისას, ხმების თანაბარი გადანაწილებისას, საბჭოს თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი.

შეხვედრაზე ალუდა გოგლიჩიძემ სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეებს გარკვეული რეკომენდაციები მიაწოდა, დეტალურად გააცნო  სამინისტროს სამომავლო გეგმები, მოისმინა მონაწილეთა წინადადებები და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე