ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაკალავრიატის 14 მიმართულება სრულად დაფინანსდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 14 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის (4 წელი)  დაფინანსება. ამ თემაზე მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა.

 ეს მიმართულებები და სპეციალობებია:

მიმართულებები დარგი/სპეციალობა
აგრარული მეცნიერებანი აგრონომია
განათლება განათლების მეცნიერებები
ინჟინერია ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
მშენებლობა
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
მათემატიკა
ფიზიკა
ქიმია
ბიოლოგია
სოციალური მეცნიერებები ეკონომიკა
ჰუმანიტარული მეცნიერებები არქეოლოგია
ისტორია
ქართული ფილოლოგია
ფილოსოფია
მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები არქიტექტურა

დაფინანსება შეეხება იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებათა სტუდენტებს, სადაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები ხორციელდება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან და დაფინანსების რა შესაძლებლობებიც გამოიკვეთება სამინისტრო ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე