ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები საახალწლოდ, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

ბენეფიციარები სხვადასხვა პროფესიული კურსის სტუდენტები იყვნენ (ვებ ტექნოლოგიები, კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული ქსელები და სისტემები).

სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიულ სასწავლებელში (EMIS) სტუდენტებს საშუალება აქვთ მაღალი დონის სტანდარტული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, თანამედროვე კომპიუტერულ სპეციალობებს დაეუფლონ. EMIS-ი სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმატებით თანამშრომლობს. ამ ორგანიზაციებში სტუდენტები პრაქტიკას გადიან. პრაქტიკის გავლის შემდეგ მათ  დასაქმების დიდი შანსი აქვთ.

EMIS-ში ფუნქციონირებს Cisco-ს რეგიონალური აკადემია და საქართველოში პირველი Microsoft IT აკადემია, რომლის ფარგლებში საოფისე პროგრამების ავტორიზებული კურსების გავლა არის შესაძლებელი. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე