ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი დვალის კომისია სამუშაო შეხვედრებს მართავს

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დვალმა და მისი კომისიის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი გიორგი მარგველაშვილი,  მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის გზების ძიება წარმოადგენდა. რეფორმების სახელმწიფო კომისიის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის განხორციელებაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განსაკუთრებული ფუნქცია და მოვალეობა ეკისრება.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ერთობლივი ინიციატივების შესახებ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე