ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ხელნაწერი - on-line ენციკლოპედია

პირველად საქართველოში, ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა. დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული ელექტრონული ენციკლოპედია შეიქმნა მისამართზე: www.georgica.ac.ge.

პროექტი "ქართული ხელნაწერი (on-line ენციკლოპედია)" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ათწლეულების მანძილზე ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგებს ეფუძნება. პროექტი ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედიის შექმნის პირველი მცდელობაა.

ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული პირველ ელექტრონულ ენციკლოპედიაში თავმოყრილია:

  • ანბანური, თემატური საცნობარო ხასიათის სტატიები (სასულიერო მწერლობა, საისტორიო მწერლობა, სამონასტრო და სამწიგნობრო კერები, საქართველოსა და საზღვარგარეთ დაცული კოლექციები, ხელნაწერის შექმნა და მხატვრული გაფორმება, საწერი მასალა, ქართველოლოგები...) ავტორთა საძიებლის მიხედვით;
  • სტატიები, რომლებსაც თან ახლავს შესაბამისი პოლიგრაფია, საილუსტრაციო მასალა და ნაწილობრივ, ინგლისური თარგმანი;

პორტალი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მკვლევრისათვის და აქვს გაფართოებისა და შევსების პოტენციალი.

პრეზენტაციას ბევრ მოწვეულ სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი დაესწრო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე