ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ,,ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა პროფესიული განათლების სექტორში“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში  სამინისტროს, სააგენტოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დონორი ორგანიზაციებისა და სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები შედიან.

ახალი სტრატეგია  2009-2012 წლების სტრატეგიის მიღწევებს დაეფუძნება და  იმ გამოწვევებს გაითვალისწინებს, რაც  საქართველოსა და თანამედროვე მსოფლიოში პროფესიული განათლების მიმართულებით არსებობს.

შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მონაწილეობდა, განხილული იყო საქართველოს პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და წარმოდგენილი იყო მომავალი წლების შესაძლო პრიორიტეტები.

შეხვედრის ფარგლებში, დოკუმენტის შესამუშავებლად დაისახა  კონკრეტული ამოცანები და ვადები. მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ აუცილებელია გაიზარდოს პროფესიული განათლების ხარისხი, ხელმისაწვდომობა, მიმზიდველობა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.

სამუშაო ჯგუფი, ვიწრო და გაფართოებული შემადგენლობით  ყოველკვირეულად შეიკრიბება და სტრატეგიის დოკუმენტში ასახვის მიზნით, აღნიშნულ პრიორიტეტებს დეტალურად განიხილავს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე