საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი

კონკურსი ცხადდება საქართველოს ყველა იმ რეგიონში, სადაც რესურსცენტრს ჰყავს ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ფაილი.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის სამუშაოს აღწერა.
თანამდებობრივი სარგო: 1,030
საკონკურსო პირობები:
კონკურსი ჩატარედება სამ ეტაპად:
II. ტესტირება
III. გასაუბრება
კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები :
კონკურსში მონაწილეობა თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა იმ პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება- არანაკლებ 2 წელი;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Windows Office: Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);
- ასაკი: 21 წლიდან - საპენსიო ასაკამდე;
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვის უნარი, მუშაობა ჯგუფში და ჯგუფთან;
- საქმიანი ურითიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი.
ნორმატიული აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2011 წლის 11 მარტს №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა
- ,,კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
- ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
დამატებითი მოთხოვნები: სასურველია
- უცხოური (ინგლისური, რუსული) ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამა „Access“;
- ადამიანური რესურსების/გუნდის მართვის გამოცდილება;
სავალდებულო დოკუმენტების ნუსხა:
- Curriculum Vitae (CV);
- განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ვებგვერდზე www.hr.gov.ge მიმდინარე წლის 18 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.
ტესტირების თარიღი და ადგილი გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 7 თებერვლიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52. ტელეფონი: 231 89 40
• კონკურსი იწარმოებს სამ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;


