ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციის წარმომადგენლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე და  ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი თეა ქარჩავა ,,ევროკლიოს’’ (ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციის) წარმომადგენლებს და ამ საერთაშორისო არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციის წევრ ორგანიზაციას - საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.  სტუმრებს შორის ასევე იყვნენ  ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის წევრები უკრაინიდან და სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, კულტურის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე საქართველოში.

მოწვეულმა სტუმრებმა მინისტრის მოადგილეს და საზოგადოებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს ის ახალი რეგიონალური პროექტი გააცნეს, რომელიც ხორციელდება ,,ევროკლიოს’’ ხელშეწყობითა და დაფინანსებით. პროექტში ჩაერთვებიან 5 ქვეყნის პედაგოგები (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი). ამ რეგიონული პროექტის ფარგლებში შეიქნება დამხმარე რესურსი პროექტში ჩაბმული 5 ქვეყნის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ისტორიის საგნის ინოვაციურ სწავლებას.

ალუდა გოგლიჩიძემ  და თეა ქარჩავამ  დადებითად შეაფასეს ევროპული  ასოციაციისა და ქართველ პედაგოგთა  შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. ორივე მხრიდან გამოითქვა ისტორიის სწავლების მეთოდიკის გაუმჯობესების მიმართულებით კოორდინირებული თანამშრომლობის სურვილი. აგრეთვე, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლოდ პედაგოგთა ტრენინგების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობაში გაითვალისიწინონ ,,ევროკლიოს’’ კავშირები, გამოცდილება და ადამიანური რესურსები.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე