ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალუდა გოგლიჩიძემ რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში გამართა, სადაც საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებს და მშობლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა რაიონის სკოლებში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ სიახლეებზე საუბარი იყო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი. ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაა, რომელსაც ზოგად განათლებაში მიმდინარე რეფორმები ითვალისწინებს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი საგნობრივი კათედრების, სასკოლო ბიბლიოთეკების, სამეურვეო საბჭოების მუშაობას, მომავალ საატესტატო გამოცდებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ მინისტრის მოადგილისგან მიეღოთ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე